დასახელება:
შეფმზარეული
|
მომწოდებელი:
გუდაური სქი რესორტი
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. "Marco Polo Hotel Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს შეფ მზარეულის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და შრომის შინაგანაწესის შესაბამისად
** ობიექტის კონცეფციასა და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, ხარჯების ოპტიმიზაციაზე მომართული მენიუების შემუშავება პროდუქციის მაღალი სტანდარტისა და ხარისხის გათვალისწინებით
** ახალი კერძებისა და სეზონური სპეციალური შეთავაზებების დამუშავება, მუდმივი ექსპერიმენტირება
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს საშტატო განრიგისა და სახელფასო ბიუჯეტის განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად; მონაცემთა მუდმივი მოდიფიკაცია, საჭიროებისამებრ
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს გუნდების ეფექტური მართვა, მათ კარიერულ განვითარებასა და ეფექტურ სამუშაო შედეგებზე ზრუნვა
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა დატრენინგება და გადამზადება საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მიზნით
** ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამზარეულოს ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს მიმართულებით სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს საოპერაციო პროცესების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტებთან თანხვედრის უზრუნველყოფა
** საკვები პროდუქტების მაღალი ხარისხის, გემოს, ტემპერატურის, პრეზენტაბელურობის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო რეაგირება დადგენილი სტანდარტების დარღვევის შემთხვევებში
** სტუმართა უკუკავშირის სისტემის დანერგვა, სამზარეულოს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ინვენტარის მართვა, სათანადო შესყიდვების განხორციელება, ინვენტარისა და სამუშაო სივრცეების (მათ შორის საწყობების) გამართულად მუშაობის კონტროლი
** საოპერაციო ხარჯების მუდმივი მონიტორინგი, ხარჯების შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება, საჭიროებისამებრ
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს მარაგების კონტროლი და ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მასალების ყოველთვიური აღწერა
** სასტუმროს თანამშრომელთა კვებისთვის განკუთვნილი პროცესების მართვა/უზრუნველყოფა
** სურსათის ეროვნული სააგენტოს ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა კანონმდებლობის შესაბამისად - HACCP
** საჭირო შესყიდვების პროცესის ინიციირება და მართვა, ეფექტური კომუნიკაციის მართვა მიმდინარე და პოტენციურ მომწოდებლებთან, კვების და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კოორდინაციით
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა და შესაბამისი ნორმების მონიტორინგი
მოთხოვნები და უნარები:
** შეფ მზარეულის, აღმასრულებელი შეფ მზარეულის ის ან/და მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** სიახლეებისადმი მზაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "Marco Polo Group Hospitality"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|