დასახელება:
ჭურჭლის სამრეცხაოს ცვლის უფროსი
|
მომწოდებელი:
Paragraph Resort and Spa Shekvetili
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
სასტუმრო პარაგრაფი "რეზორტი & სპა შეკვეთილი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის სამრეცხაოს ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ლოკაცია: შეკვეთილი, ოზურგეთი
განყოფილება: სამზარეულო/ჭურჭლის სამრეცხაო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2025
პოზიციის ზოგადი მოთხოვნები:
** სამზარეულოს სამუშაო სივრცის დალაგება/დასუფთავება სასტუმროში დანერგილი ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისად
** დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მონიტორინგი
** ქიმიკატებისა და სხვა სახარჯი მასალების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა და გადაცემა შესაბამის სამუშაო სივრცეებში
** თანამშრომლების მიერ ქიმიკატების გამოყენების პროცესის მეთვალყურეობა და თანამშრომელთა სწავლება
** თანამშრომლების მიერ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენების, ან ხელით რეცხვის შემთხვევაში, ჭურჭლის და სხვა ინვენტარის სწორი მეთოდებით და შესაბამისი ხარისხით გარეცხვის უზრუნველყოფა
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე hrshekvetili@paragraphhotels.com და მიუთითოთ სასურველი პოზიცია "სათაურის/Subject" ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაზიარებული პირადი მონაცემები შესაძლოა შეინახოს და დამუშავდეს პარაგრაფ შეკვეთილის სამსახურის მაძიებლების საინფორმაციო ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|