Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:

მომხმარებლის მომსახურება:

** ბაზრის კვლევა და შესწავლა - საქკაბელის პროდუქციის პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიკაცია და მათი საჭიროებების ანალიზი
** თბილისში მიმდინარე სამშენებლო პროექტებისა თუ სხვა პოტენციურ საქკაბელის მომხმარებელთა საქმიანობის მონიტორინგი
** პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტები (გარე ვიზიტები) და კომპანიის პროდუქციის შეთავაზება
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის, ფასის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ
** პოტენციურ მომხმარებელთა მოზიდვა, მათთვის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმებისა და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებაში ჩართულობა
** პოტენციურ მომხმარებელთათვის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებების მომზადება და მათთვის წარდგენა
** ახალი კლიენტების მოზიდვა, გაყიდვების გაზრდასა და მომსახურების სრულყოფაზე მუდმივი მუშაობა, საჭროების შემთხვევაში ახალი იდეების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური კვალიფიკაცია/განათლება:

** სასურველია ელექტრობის კატეგორიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა.

მინიმალური გამოცდილება:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** მაღალი მოტივაცია
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებასა და კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიულ ტრენინგებს (პროდუქციის ცოდნა და მომსახურების უნარები)
** კარიერულ ზრდასა და განვითარებას
** გუნდურ სამუშაო გარემოს და დამსახურების აღიარებას

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge ან დაგვირეკეთ 595 56 97 98. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE