Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=627031&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.

დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
** გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 09:00-17:00 სთ)
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება.
** თანამშრომლების პირადი საქმეების შედგენა, მართვა, შენახვა.
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება.
** შემოსავლების სამსახურის საიტზე დაქირავებულ პირთა რეესტრის მუდმივი განახლება.
** მონაწილეობის მიღება დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვაში. ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოების პროცესის მართვა.
** Payroll - ხელფასებისა და ბონუსების მართვა/სახელფასო უწყისის გენერაცია.
** შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება.
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პროფესიული დავალებების შესრულება.
** კონტრაქტორ ობიექტებზე გასაუბრებების და შეხვედრების ჩანიშვნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია ან ადამიანური რესურსების მართვა.
** შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** ორგანიზებულობა.
** დისციპლინირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია