დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1700 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უცხოური და ადგილობრივი საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** გადარიცხვებისთვის საჭირო საფუძვლების/დოკუმენტების სისწორისა და სისრულის კონტროლი/უზრუნველყოფა;
** Signify-ის საშუალებით გასაფორმებელი დოკუმენტების ადმინისტრირება/ყოველთვიური გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტების (მიღება-ჩაბარება, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებები) გაფორმება;
** სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშსწორება ვადების დაცვით;
** საწვავის შესყიდვა, განაწილება, ნაშთის კონტროლი;
** წინასწარი განბაჟებისათვის საჭირო პროცესის მხარდაჭერა/შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა rs.ge-ზე;
** საბანკო ამონაწერის გატარება პროგრამაში;
** საჭიროების შემთხვევაში, მის საქმიანობასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის (ბუღალტერი) დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|