Робота для біженців з України
მოლარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალში მოლარის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ, პირველი ჩიხი, N1
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროში ნაღდი და უნაღდო ჩეკების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 30 აპრილამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ქუთაისის ფილიალში მოლარე" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე