Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=626893&print=yes&view=jobs
 
Back End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები: WEB აპლიკაციების შექმნა (არსებულის განვითარება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

აუცილებელია შემდეგი პროგრამული ენების ცოდნა:

** C#, .NET 6 + (სასურველია .NET 8 ზე შესრულებული პროექტები)
** EF core, Dapper
** OOP, Solid principles
** Rest Api
** Microservice-ებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** Messaging - სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. (RabbitMQ, Kafka)
** HTML, CSS, SCSS, JavaScript
** რომელიმე JS Framework-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, (Vue, React, Angular)
** რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "Back-End დეველოპერი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია