Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=626719&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით

სტაჟირების ადგილმდებარეობა: კრისტალის ფილიალები შემდეგ ქალაქებში - წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ქარელი, გორი, თელავი, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, ბორჯომი, ახალციხე, დუშეთი.

სტაჟიორის რაოდენობა: თითოეულ ფილიალში 2 სტაჟიორი
გრაფიკი: არასრული, მოქნილი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** სამუშაო გამოცდილების მიღებას
** რეალური დასაქმების შესაძლებლობას

სტაჟირების შესახებ:

სტაჟირება მოიცავს როგორც თეორულ, ასევე პრაქტიკულ ეტაპებს. თეორიული კურსის შემდგომ სტაჟირება გრძელდება გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ კი სტაჟიორები საქმდებიან საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. სტაჟიორებს პროგრამის განმავლობაში მენტორობას უწევენ გამოცდილი საკრედიტო ოფიცრები. სტაჟირების ეტაპები ანაზღაურებადია.

სტაჟირება თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ:

** გაინტერესებთ საბანკო სფერო
** არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და გსურთ გამოცადოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები
** დააგროვოთ სამუშაო გამოცდილება და დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სფეროში

სტაჟირების განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

** საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე, რეალურ გარემოში
** სხვადასხვა საოფისე პროგრამებში მუშაობას
** მომხმარებლებთან კომუნიკაციას
** გაყიდვების ტექნიკებს
** ფინანსურ ანალიზს
** საკრედიტო პროდუქტების პირობებს

რა არის საჭირო სტაჟირების დასაწყებად?

** სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება
** ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი
** საბაზისო დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2025 წლის 21 აპრილის ჩათვლით
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია