Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: MOORE
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე (http://www.moore-georgia.ge/).

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (https://www.moore-global.com/).

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ოფიციალური კორესპონდენციის მიღება/წარმოება;
** საქმიანი კომუნიკაცია (ელ.ფოსტით, ტელეფონით ან/და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლებთან;
** შეხვედრების ორგანიზება, შესაბამისი გარემოს შექმნა და სტუმრების მიღება/დახვედრის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციისთვის საჭირო ინვენტარის (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სამეურნეო პროდუქცია) შესყიდვების წარმოება და მარაგების მართვა;
** დოკუმენტ-ბრუნვის უზრუნველყოფა: ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დახარისხება/დაარქივება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა, ინოვაციურობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "ოფისის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე