Робота для біженців з України
კონდიტერი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.

სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი 5/2.
ანაზღაურება: 2500 ლარი (net);
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 12 მაისიდან 15 ივნისამდე ეტაპობრივად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა გაფორმება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა;
** შეამოწმოს პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებები;

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2025 წლის 10 მაისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე