Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Tbilisi Hills Golf & Residences
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
უნიკალური პროექტი "Tbilisi Hills Golf Management", რესტორნის გუნდში ეძებს მიმტანს.

მდებარეობა: კრწანისი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი ავითარებს ყველაზე დიდ უნიკალურ უძრავ ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სრულიად კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწის ფართობსა და 10, 000 მაცხოვრებელზე გათვლილ სივრცეს, სადაც განლაგებულია ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები და პრემიუმ კატეგორიის აპარტამენტები უნიკალური ხედებით, ასევე 18-ფოსოიანი ევროპული ტოპ 100 გოლფის სათამაშო მოედანი და მაღალი კლასის რესტორანი ტერასით.

"Tbilisi Hills" მუდმივად მიყვება ტენდენციებს და არის FIABCI-Georgia National Prix Excellence Awards 2022-ის ოქროს მფლობელი კატეგორიაში "ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები". ჩვენი ამბიციური და თავდაუზოგავი გუნდი მიზნად ისახავს თბილისის ყველაზე მწვანე და მოთხოვნადი საცხოვრებელი არეალის შექმნას (https://tbilisihills.com).

პოზიციის აღწერა

"Tbilisi Hills" ეძებს აქტიურ და შრომისმოყვარე მიმტანის. რომლის ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები იქნება შემდეგი:

** "ესალმება და აცილებს მომხმარებელს თავიანთ მაგიდებთან;
** სტუმრებს სთავაზობს მენიუს, ინფორმაციას აწვდის დღის განსაკუთრებული შეთავაზებების შესახებ და დეტალურად პასუხობს კერძთან და სასმელთან დაკავშირებულ კითხვებს;
** შეკვეთების აღება და მათი სწრაფად მიტანის უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებელია სწორად მიაწოდოს სამზარეულოს სტუმრის სურვილების გათვალისწინებით მიღებული შეკვეთას;
** გაყიდვების, სტუმრის მიერ განსაზღვრული კერძების რაოდენობის ზრდა შეთავაზებებისა და დამყარებული წარმატებული კომუნიკაციების ხარჯზე;
** დაიცვას ჰიგიენური წესები და იყოს მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში;
** აცნობოს რესტორნის მენეჯმენტს მომხმარებელთა უკუკავშირის ან საჩივრების შესახებ, სამუშაო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცილება მიმტანის პოზიციაზე;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ფლობა;

კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო და სასიამოვნო გარემოში მუშაობას
** ანაზღაურება 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
** მოქნილ გრაფიკს: ¾ (3 დღე დასვენება 4 დღე მუშაობა 11 საათიანი გრაფიკი)
** ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანიის მიერ ანაზღაურებადი)
** Fit pass (სურვილისამებრ)
** ტრანსპორტირება
** კვება
** გოლფის უფასო სწავლება და ტურნირებში მონაწილეობა მათ შორის საერთაშორისო

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში, შეხვდე ბევრ საინტერესო ადამიანს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: onoathillsrestaurant@tbilisihills.com Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "მიმტანი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე