Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. მრევლიშვილის #2.
გრაფიკი: 09:00 - 18:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა/ შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და დავების წარმოებაში მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკის მოძიება
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება კომპანიის და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.
** დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება და სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის მიწოდება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** სასურველია იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით)
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
 ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორას" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
 სს "ნიკორა" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე