Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=626319&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
კომპანია სფერო ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებების, შექმნა/რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სასამართლო საქმეების წარმოება, მათ შორის სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება;
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
** სასურველია ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
** Microsoft Office-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@sferoholding.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია