Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=626314&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Gymnasia
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
სპორტული კომპლექსი "Gymnasia" ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:

** სპორტული კომპლექსის სერვისების აქტიური გაყიდვა (აბონემენტები, ჯგუფური და ინდივიდუალური ტრენინგები, კორპორაციული პაკეტები და სხვ.)
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** არსებული მომხმარებლის ბაზასთან ურთიერთობის გაღრმავება და შენარჩუნება
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
** სპორტული კომპლექსის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სპორტთან დაკავშირებული სფერო უპირატესობად ჩაითვლება)
** კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office, CRM სისტემები სასურველია)
** სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისადმი ინტერესის არსებობა — პლუსია
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ენერგიულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** სპორტული კომპლექსის სერვისებით სარგებლობის სპეციალური პირობები თანამშრომლებისთვის

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო, ამაშუკელის ქ. #14ა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gymnasia.com ხოლო Subject-ის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი"

აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოხმაურებით ადასტურებთ, რომ აცხადებთ თანხმობას მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტულმა კომპლექსმა "Gymnasia"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია