დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება - DWV
|
გამოქვეყნდა: 10 აპრილი
/ ბოლო ვადა: 09 მაისი
|
"გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება", რომელიც 170-მდე წევრს აერთიანებს, წარმოადგენს სიდიდით მეორე ბიზნეს ასოციაციას საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და გერმანული ბიზნესის ინტერესების წარდგენა საქართველოს ბაზარზე. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, გერმანიის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხარს უჭერს გერმანულ და ქართულ კომპანიებს ბიზნეს აქტივობების გაფართოებაში. გარდა აღნიშნული საქმიანობებისა, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი სავაჭრო გამოფენების, როგორებიც არის: Fruit Logistica, Learntec, Eurovino. აგრეთვე, ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს პროექტს - Senior Expert Service. აგრეთვე, პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ გერმანიაში: Ost-Ausschuss - Osteuropaverein der Deutschen Wirtschaft e.V., AHK-Netzwerk, Germany Trade and Invest.
"გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება" (DWV) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მარკეტინგული აქტივობების მართვა
** ვებ-გვერდის (WordPress) დამუშავება და მართვა
** სოციალური მედია არხების მართვა (Facebook, LinkedIn, Google My Business)
** რეპორტინგი (Facebook, LinkedIn, Google Analytics)
** ე. წ. ნიუსლეთერების შედგენა და მართვა
საკონსულტაციო მომსახურება
** შემოსული მოთხოვნების დამუშავება
** მომხმარებელთა კონსულტირება და კორესპონდენცია
** შემოსული შეკვეთების დამუშავება
** პუბლიკაციების შედგენა და მცირე კვლევებზე მუშაობა
სავაჭრო გამოფენები
** კომუნიკაცია გამოფენების გერმანულ წარმომადგენლობებთან
** ახალი ეგზიბიტორების და ვიზიტორების მოძიება
** გამოფენების ნიუსლეთერების შედგენა და გაგზავნა, გამოფენის საკონტაქტო ბაზების მართვა
მონაწილეობა დელეგაციების დაგეგმვაში
** ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება
** სასტუმროების, რესტორნების და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა
** ტრანსპორტირების და გადაადგილების მარშრუტების დადგენა და მართვა
საკვანძო მოთხოვნები:
** მშობლიური ენა - ქართული, გერმანული ენის მაღალ დონეზე ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
** აუცილებელია გამოცდილების ქონა შემდეგი მიმართულებებით: Microsoft Office, WordPress და Social Media (განსაკუთრებით Facebook und LinkedIn)
ჩვენ გთავაზობთ:
** გერმანულ-ქართულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელ. ფოსტაზე, მიმდინარე წლის არაუგვიანეს 9 მაისისა: jobs@dwv.ge
დოკუმენტები/ინფორმაცია:
** CV გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე;
** ინფორმაცია სასურველი ხელფასისა და მუშაობის დაწყების თარიღის შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოხდება მხოლოდ სრულყოფილად გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|