Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: Biltmore Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" 214 ოთახსა და სუიტს მოიცავს.

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივად შემოწმება და მითი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
** სიგნალიზაციასთან და სათვალთვალო კამერებთან მუშაობა;
** პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

საჭირო უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 24 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers.bhtg@biltmorecollection.com სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე