დასახელება:
ორგანიზაციებისათვის შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი
|
მომწოდებელი:
ესტონეთის ლტოლვილთა საბჭო
|
გამოქვეყნდა: 10 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
მონაწილეთა შერჩევა - ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგებზე.
თუ ხართ ადგილობრივი არასამთავრობო ან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და გსურთ თქვენი უნარების განვითარება დაფინანსების მოზიდვის, ფინანსური მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით, "ესტონეთის ლტოლვილთა საბჭო" (ERC Georgia) გიწვევთ ტრენინგებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ESTDEV-ის (ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი) მხარდაჭერით.
რას ისწავლით:
** გაიუმჯობესებთ საგრანტო განაცხადის წერისა და დაფინანსების მოზიდვის უნარებს;
** NGO/CSO-ების ფინანსური მართვის, ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების საფუძვლებს;
** რეგულაციების და მათთან შესაბამისობის მნიშვნელოვან ასპექტებს.
ტრენინგის მოდულების საკითხები შეირჩევა და დამუშავდება მონაწილეთა საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად.
ტრენინგის დეტალები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი (მარტივად მისადგომი ლოკაცია/ჰიბრიდული);
** პერიოდი: ივლისი - ოქტომბერი 2025 (3 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე).
როგორ წარადგინოთ განაცხადი?
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგებში, ელ.ფოსტაზე: erc.geo@pagulasabi.ee და შეავსეთ შეფასების ფორმა-კითხვარი, რათა შევადგინოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სატრენინგო მოდულები.
შეფასების ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/DYoUBrwq5qpv97QX8
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ აღნიშნული კითხვარის შევსება სავალდებულოა თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 02.05.2025
|
|
|
|