Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო Seventeen Rooms
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
სასტუმრო "სევენთინ რუმსი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე ქალაქ თელავში.

ჩვენი რესტორნის განახლებული მენიუ გამოირჩევა ევროპული და კახური ტრადიციული მრავალფეროვანი კერძებით.

ჩვენ ვმასპინძლობთ როგორც სასტუმროს დამსვენებლებს, ასევე გარე ვიზიტორებს, მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავ წვეულებებს და კორპორატიულ ჯგუფებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნასა და მასში შემავალი კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადებაზე;
** მიღებულ დავალებებს ასრულებს ზედმიწევნით ზუსტად;
** აკონტროლებს მაცივრების სისუფთავეს;
** პასუხისმგებელია პროდუქციის მოფრთხილებაზე;
** უზრუნველყოფს შეკვეთებზე სწრაფ რეაგირებას;
** უზრუნველყოფს ჰიგიენის და სამუშაო ადგილის სისუფთავის კონტროლს;
** სამუშაოს საათების დასრულების შემდეგ წასვლამდე აწესრიგებს თავის სამუშაო ადგილს. მეორე დღისთვის ამზადებს მიზან პლასს.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პუნქტუალურობა;
** გუდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@seventeenrooms.ge 10 თებერვლის ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@seventeenrooms.ge ან დაგვიკავშირდით: +995 514 17 17 11.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე