Робота для біженців з України
სასტუმროს დამლაგებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დამლაგებელი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დამლაგებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შენობის საერთო სივრცის (დარბაზი, შესასვლელი, საპირფარეშოები,) დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება;
** შენობის გარე სივრცეებში სისუფთავის შენარჩუნება;
** სამზარეულოს და პერსონალის ოთახების ჰიგიენაზე ზრუნვა;
** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** თეთრეულის გამოცვლა და ლოგინის წესრიგში მოყვანა;
** იატაკის წმენდა, ზედაპირების დეზინფექცია და ნარჩენების მართვა;
** სანიტარული კვანძების საფუძვლიანი გაწმენდა და დეზინფექცია;
** საყოფაცხოვრებო ინვენტარის შევსება (პირსახოცები, საპნები, წყალი და სხვა);
** ჰიგიენის ნორმების სისტემის დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** წმენდის საშუალებების სწორად გამოყენება და შენახვა;
** სტუმრების კომფორტისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** ხარვეზების ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის გადაცემა ადმინისტრაციას;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო Communal Kutaisi

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე