დასახელება:
კორპორატიული გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თურქული კომპანია ლეთა
|
გამოქვეყნდა: 09 აპრილი
/ ბოლო ვადა: 09 მაისი
|
თურქული კომპანია "ლეთა"-ს საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ლეთა"-ს საქმიანობა სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, დიდი პროექტებისთვის ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯის მიწოდებაა. საქართველოში ლეთა თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა რედისონი, ქინგ დევიდი, ლოპოტა, ორო და ა.შ.
** ახალი მომხმარებლების მოძიება, მათთან ეფექტიანი კომუნიკაცია და შესაბამისი ბაზის წარმოება/განვითარება;
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზების ფორმირება/რეგულარული განახლება და შესაბამისი სტატუსების მინიჭება; (წინასწარ შემუშავებულ ფორმაში)
** მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება/მომგებიანად მიყიდვა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
** პრობლემურ მომხმარებელთან დამაბრკოლებელი გარემოებების იდენტიფიცირება, გაუმჯობესების ხელშეწყობა;
** კონკურენტთა ბაზების წარმოება და მუდმივი განახლება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი წინასწარ შემუშავებულ ფორმაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან გაყიდვების მიმართულებით;
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში კომპეტენციები;
ცოდნა/უნარები:
** კომპიუტერული უნარი - MS office;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (B2);
** ავტომობილის მართვის უნარი, (სასურველია ავტომობილის ქონა)
** დროის მართვის უნარი;
** რაციონალური/პრაქტიკული აზროვნება
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში (3 თვე, დამოკიდებულია თანამშრომელზე) ხელზე ასაღები 2000 ლარი + ბონუსი ყოველი გაყიდვიდან), მომდევნო თვეები 2500 ლარი + ბონუსი გაყიდვიდან.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11 საათიდან 19:00 საათამდე.
ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #68
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არა უგვიანეს 20 მარტისა გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natali.nogaideli@gmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|