მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია NABU აცხადებს ვაკანსიას მოდის ვიზუალური მერჩენდაიზერი /მოდის მრჩეველი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ თქვენი კვალიფიკაცია არ შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს.
ასევე ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე
NABU ჯგუფი არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანიაა რომელიც ფლობს როგორც მონობრენდულ ასევე მულტიბრენდულ მაღაზიების ქსელს. 1999 წლიდან ჩვენი კომპანია საქართველოში, ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-მდე ყველაზე პოპულარ ევროპულ ბრენდს : Emporio Armani, Armani Exchange, MaxMara, MM6 Maison Margiela Zadig&Voltaire, Comme des Garçons, Mugler, MSGM, , Ami Paris, Coperni, Vivetta, Marine Serre, Eleventy, C.P Company, Corneliani, Canali …..
მაღაზია New Trend Department Store -ისთვის ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კრეატიულ, მოტივირებულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოდის ვიზუალურ მერჩენდაიზერს, რომელსაც კვალიფიკაციის გარდა აქვს ძლიერი გატაცება მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
** მოდის ინდუსტრიაში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენა B1/B2 დონე;
** აქტიურად ხართ დაინტერესებული მსოფლიო მოდის ინდუსტრიით, გაქვთ ძალიან კარგი გემოვნება, ფერისა და სტილის შეგრძნება, ერკვევით ლუქს კლასის ბრენდებში, თვალს ადევნებთ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდენციებს;
** შეგიძლიათ მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
** გაქვთ შესაბამისი ცოდნა მაღაზიაში განათავსოთ კოლექცია ვიზუალური პრეზენტაციის სტანდარტების შესაბამისად;
** თვლით რომ ხართ კომპეტენტური და შეგიძლიათ მომხმარებელს გაუწიოთ სრულყოფილი, ინდივიდუალური კონსულტაცია მოდის სეზონურ ტენდენციებზე, მაღაზიაში წარმოდგენილ ბრენდებსა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. ასევე მისი აღნაგობის, გემოვნების და პრეფერენციების გათვალისწინებით, დაეხმაროთ მოდური ლუქის შერჩევაში;
** სტაფის დატრენინგება მოდის სეზონური ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და სამოსის წარდგენის საკითხებში;
** სტაილინგი - სხვადასხვა ტიპის გადაღებებისათვის მოდური ლუქების აწყობა და მანეკენების სტაილინგი;
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
** პროფესიულ და კარიერულ ზრდას, რომელიც მხოლოდ თქვენს კრეატიულობაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული;
** ტრეინინგებს, უცხოელ პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდთან;
** ანაზღაურება კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად + ბონუსი+ დაზღვევა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
თუ თვლით, რომ ეს არის თქვენი საოცნებო სამსახური და სრულად აკმაყოფილებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი:
** რეზიუმე ფოტოსურათით და თქვენი სოციალური ქსელების მისამართით;
** აუცილებელია რეზიუმე იყოს ქართულ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს;
** დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოდის მრჩეველი"
მოთხოვნილი ინფორმაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@itc.ge
წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისათვის და გულწრფელად გისურვებთ ჩვენს გუნდში მოხვედრას!
|