Робота для біженців з України
გარე სივრცის დამლაგებელი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე სივრცის დამლაგებელი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამლაგებლის (გარე სივრცის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
სამუშაო პერიოდი: სეზონური ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით;
გრაფიკი: 5/2.
ანაზღაურება: 900 ლარი (net) + მაქსიმუმ 200 ლარი ყოველთვიური ბონუსი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად

უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 12 მაისიდან 15 ივნისამდე ეტაპობრივად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** უზრუნველყოს გარე ტერიტორიის დასუფთავება;
** უზრუნველყოს დერეფნის მონაკვეთის სისუფთავე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ცვლი უფროსს/ზედამხედველს;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 8 მაისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე