Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: PL Group
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
ფარმაცევტული კომპანია "PL Group" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან,
** ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა,
** შეთანხმებული გეგმის შესაბამის რეალიზაცია
** განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება (მრგვალი მაგიდა, კონფერენცია);
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** CRM-ში მუშაობა.

მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში/ გაყიდვებში მოღვაწეობის გამოცდილება (უპირატესობა);
** ინიციატივის უნარი;
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირება;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** საგამოცდო პერიოდი: 3 - 6 თვე

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dr.wolz.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე