დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
გამოქვეყნდა: 09 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს- გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** სექტორულად მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვება/ლანჩი
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი - ბათუმი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** CRM პროგრამაში შემოსული ლიდების მართვა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** ეფექტური პრეზენტაციებისა და მოლაპარაკების გამართვის უნარების გამოყენება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პუნქტუალურობა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|