დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
Start - Business Solutions
|
გამოქვეყნდა: 09 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "Start - Business Solutions" (www.startbs.com) 12 წელზე მეტია რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი ძირითადი ამოცანაა, ბიზნეს ინტელექტუალური სერვისების შეთავაზების გზით დაეხმაროს დამკვეთებს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახის პროექტებში: ბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნესის შეფასება, მიზანშეწონილობის კვლევები, საინვესტიციო შეთავაზებები, ფინანსური ანალიზები და ფინანსური გეგმები.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური მონაცემების მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
** ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანალიზის მომზადება;
** პროექტისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (გამოცდილებაში ჩაითვლება გავლილი სტაჟირებაც);
** Excel-ის ცოდნა უმაღლეს დონეზე;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (უნდა შეეძლოს დოკუმენტის მომზადება და პრეზენტაციის ჩატარება).
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პიროვნულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული და კეთილსინდისიერი.
განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 აპრილამდე გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@startbs.com.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".
|
|
|
|