დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქციის შესწავლა;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** მომწოდებლებთან კომერციული პირობებზე შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება, მუდმივი კონტროლი;
** მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** საქონლის მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, მათი დეფიციტის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით;
** მინიმალური ნაშთის განსაზღვრაში ჩართულობა და საჭირო რაოდენობის არსებობის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება და ფინანსური სამსახურისთვის მიწოდება;
** მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განბაჟების პროცესში ჩართულობა;
** ახალი პროექტების ინიცირება და განხორციელება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|