Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CLC
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" აღიარებულია 2022, 2023, 2024 წლების დარგის ლიდერ კომპანიად და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი.

შპს "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, გ. გოგიშვილის N10;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარიდან ზემოთ, გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** სატენდერო წინადადებების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, საუკეთესო ფასის მისაღებად, ტენდერის ორგანიზება;
** ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება;
** მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა B2 დონე;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; მაღალი პრიორიტეტი ენიჭება Excel-ს;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება

სავალდებულო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** პირადი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური მსჯელობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევის ეტაპები შედგება:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hrclcelevator@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სი ელ სი"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე