Робота для біженців з України
რეგიონალური მენეჯერი - შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: Woerwag Pharma
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია "ვიორვაგ ფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო არეალი: შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და კვარტლური ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა და გარე რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობაში
** საკვანძო კლიენტებთან მუშაობა კომპანიის პრეპარატების დანერგვის მიზნით
** რეგიონალური წარმომადგენლების მუშაობის ეფექტურობის ანალიზი, კორელაციების დადგენა, რისკების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების შეთავაზება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ფარმაცევტულ კომპანიაში რეგიონალურ მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** 5 სამედიცინო წარმომადგენლის მართვა
** ბიზნეს კომუნიკაციის ეთიკა;
** ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები;
** ეფექტური ვიზიტის სტრუქტურის ცოდნა და ტექნიკების ფლობა;
** განმავითარებელი ტექნიკის გამოცდილება (Coaching);
** ორმაგი ვიზიტის ჩატარების გამოცდილება;
** კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის უნარი და გამოცდილება (Constructive Feedback);
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft-ის პაკეტი
Office, Outlook, ინტერნეტი მომხმარებლის დონეზე;
** შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება
** რუსული ენის ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი
** მართვის მოწმობა

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.

კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
** კონკურენტულ ხელფასს
** კვარტალურ ბონუსს
** სამედიცინო დაზღვევას
** მობილური ხარჯების ანაზღაურებას
** ავტომობილს

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება (2 ეტაპი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტაზე: info@woerwagpharma.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონალური მენეჯერი - დასავლეთ საქართველოს რეგიონი"

კანდიდატის პოზიციაზე აყვანა იგეგმება 2025 წლის აპრილიდან

საბუთების გამოგზავნა ა.წ. 18 აპრილამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე