Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: ალფა პეტი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"ალფა პეტი" — საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანია PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.alfa-pet.com/

"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთის რ-ნი, სოფ. მისაქციელი

ძირითადი ფუნქციები:

** გეგმის მიხედვით ხარისხიანი პროდუქციის წარმოება;
** წარმოების დაწყებამდე ნედლეულის მობილიზება/მომარაგება;
** შეკვეთის მიხედვით საჭირო ყუთების აწყობა/მომზადება;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული შეუსაბამობების/გადაცდომების დროული იდენტიფიკაცია და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** სამუშაო ცვლის დასრულებამდე სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
** მომდევნო ცვლის ოპერატორისთვის მიმდინარე ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

სამუშაო დრო:

არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში, სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** დროის სწორად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ოპერატორი.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე