Робота для біженців з України
მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუშა
მომწოდებელი: სავაჭრო ცენტრი დიდუბე
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "სავაჭრო ცენტრი დიდუბე" აცხადებს ვაკანსიას ბაზრობის ტერიტორიაზე მუშის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "სავაჭრო ცენტრი დიდუბე" (ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორია) ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო სივრცეა დედაქალაქში. ეს ადგილი აერთიანებს უამრავ მცირე და საშუალო ბიზნესს, ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ღირებულ სავაჭრო გარემოს ყველასთვის. ჩვენი კომპანია ათეულობით წელია ემსახურება თბილისისა და რეგიონის მომხმარებლებს.

ძირითადი მოვალეობები

** ბაზრობის ტერიტორიიდან მუყაოს ყუთების ავტოკარით გამოტანა
** ყუთების დაპრესვა და კომპაქტურად განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში; 8 საათიანი სამუშაო დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

როგორ შეიტანოთ განაცხადი

შეავსეთ განაცხადის ფორმა: გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@eliavamall.ge.

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ: "ბაზრობის ტერიტორიის თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 989816.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:

შპს სავაჭრო ცენტრი დიდუბე პატივს სცემს და იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისთვის. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით, და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვის. განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ, რომ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე