დასახელება:
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
Courtyard by Marriott Batumi
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
სასტუმრო "Courtyard by Marriott Batumi" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება ;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია);
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
** ცვლაში მუშაობისას, ერთჯერად კვებას;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** დასვენებას დაბადების დღეზე;
** გუნდის წევრების "Marriott Bonvoy"-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@courtyardbatumi.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|