დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Sandro
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Sandro" - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1984 წელს. ეს ბრენდი ცნობილია იმით, რომ გვთავაზობს განსაკუთრებულ, თანამედროვე და ელეგანტურ სტილს. ის განსაკუთრებით პოპულარულია მაღალი ხარისხის ტანსაცმლითა და აქსესუარებით, რომლებიც ხშირად განიხილება, როგორც იდეალური ბალანსი კლასიკურ ფრანგულ სტილსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის.
ცხადდება ვაკანსია "Sandro"-ს პირველი ფილიალისთვის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი თვის/კვირის/წლის ჭრილში და გუნდთან კომუნიკაცია;
** ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება, სწორი მართვა და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის გაყიდვების გეგმის განხორციელება;
** მაღაზიის პერსონალის მართვა, მათი სამუშაო გრაფიკების კოორდინირება;
** მაღაზიის მარაგის და ინვენტარის რეგულარული კონტროლი;
** ყველა შესაბამისი დოკუმენტების, ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მსგავს სფეროში;
** დროის მენეჯმენტის, პრობლემის გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების ტენდენციების ანალიზის უნარი;
** MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საბაზისო მათემატიკური უნარები;
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მაღაზიის მენეჯერი - Sandro"
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
|
|
|
|