დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
Sandro
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Sandro" - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1984 წელს. ეს ბრენდი ცნობილია იმით, რომ გვთავაზობს განსაკუთრებულ, თანამედროვე და ელეგანტურ სტილს. ის განსაკუთრებით პოპულარულია მაღალი ხარისხის ტანსაცმლითა და აქსესუარებით, რომლებიც ხშირად განიხილება, როგორც იდეალური ბალანსი კლასიკურ ფრანგულ სტილსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის.
ცხადდება ვაკანსია "Sandro"-ს პირველი ფილიალისთვის მოლარის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების განხორციელება (პროგრამა 1C);
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე - Sandro"
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
|
|
|
|