Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი, პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი, პრისელერი
მომწოდებელი: ტეტრაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის და პრისელერის პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სპ. კედიას ქ. #15 (დიდუბე წერეთლის მეტროს მ/ტ).

მოთხოვნები:

** პრისელერად (მძღოლ ექსპედიტორის) მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია)
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა
** შრომისმოყვარე, აქტიური, თავაზიანი

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

პრისეილერი/სავაჭრო აგენტი ანაზღაურება:

სამუშაო განაკვეთი სრული კვირაში 5 დღე, დასვენება შაბათი და კვირა. საურველია მინიმუმ ერთი თვე დისტრიბუტორად მუშაობაა გამოცდილების მისაღებად და ქსელის ასათვისებლად.

პრისეილერის ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია გამომუშავებაზე საბითუმოდ გაყიდული საქონლის 2 %, საცალოდ გაყიდული საქონლის 3 % (საშუალოდ 2000 ლ. და ზევით) ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა +1000 ლ. (გეგმის 100 % შესრულებისას), +500 ლ. (გეგმის 80 % შესრულებისას) რასაც ემატება პრისეილზე მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს 100 ლ., მეოთხე თვეს 200 ლ. და ხუთითვის მერე ფიქსირებული 300 ლ.,

მძღოლ-დისტრიბუტორის ანაზღაურება:

სამუშაოზე აყვანიდან 7 სამუშაო დღე საცდელი პერიოდი (ხელფასის გარეშე, სამსახურში აყვანის შემთხვევაში საცდელი პერიოდი ჩაითვლება ნამუშევრად).

** მძღოლ-დისტრიბუტორის მოვალეობები: ბორტის დატვირთვა (სისუფთავე), საქონლის მიწოდება და ანგარიშის ჩაბარება სამუშაოს დამთავრებისას და თანხის ჩარიცხვა ბანკში.
** მძღოლ-დისტრიბუტორისა ხელფასი: ხელშეკრულების გაფორმებიდან ანაზღაურება (ხელფასი) პირველი თვე 1000 ლარი (თვეში), მეორე თვიდან ანაზღაურება (ხელფასი) 1200 ლარი ფიქსირებული (თვეში), ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა +500 ლ. (ჯამში მინიმუმი 1700 ლ.) ბორტზე მუშაობს ორი მძღოლ-დისტრიბუტორი ორივე თანაბარი უფლება მოვალეობით. დასვენების დღე კვირა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) (მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით), ელექტრონულ მისამართზე: r.janashiia@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე