დასახელება:
მხარდამჭერი მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა ეძებს გუნდის ახალ წევრებს სკოლამდელი განათლების ცენტრში მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
** მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის, ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ.
** საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა;
** მოსწავლეებისათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ბენეფიტები: კვება, დაზღვევა, ტრანსპორტირება
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2025 წლის 8 მაისისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მხარდამჭერი მასწავლებელი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ
მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
|
|
|
|