Робота для біженців з України
სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეი ჯი აი სი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეი ჯი აი სი", (http://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში. (http://www.primeglobal.net)

კომპანია აცხადებს სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში.

ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია

მოვალეობები:

** კომპანიის პოტენციური დამკვეთების მოძიება და კომუნიკაცია ტელეფონით, ელფოსტის საშუალებით
** CRM სისტემაში ბაზების წარმოება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** დღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 1 მაისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება გაყიდვებში".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე