Робота для біженців з України
ინჟინერ-კონსტრუქტორი მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი მექანიკოსი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას საკონსტრუქტორო დიზაინის, კვლევების და განვითარების დეპარტამენტის ინჟინერ-კონსტრუქტორი მექანიკოსის პოზიციაზე.

კატეგორია: საკონსტრუქტორო
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ძირითადი ფუნქციები

** მექანიკური ნაწილების, მოწყობილობებისა და კონსტრუქციების შექმნა, ტექნიკური ნახაზებისა და მოდელების შემუშავება (CAD პროგრამების გამოყენებით), კონსტრუქციული გათვლების ჩატარება;
** მექანიკური სისტემების სიმტკიცის, გამძლეობისა და ეფექტურობის შეფასება, მასალების შერჩევა და მათი მახასიათებლების გათვალისწინება, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური გადაწყვეტილების ინტეგრაცია;
** წარმოებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, წარმოების პროცესის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** კონსტრუქციების უსაფრთხოების და სტანდარტების შესაბამისობის შეფასება, პროტოტიპების შექმნა და ტესტირება, დეფექტების აღმოჩენა და აღმოფხვრის მეთოდების შემუშავება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელი პირისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მექანიკური ინჟინერიის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
** საინჟინრო გრაფიკა (სამანქანათმშენებლო ხაზვა);
** პროექტირების სისტემების და მეთოდების ცოდნა;
** ნახაზების გაფორმებისა და სხვა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის გაფორმების სტანდარტების, მეთოდების და ინსტრუქციების მოთხოვნის შესაბამისად შესრულება;
** დასაპროექტებელი კონსტრუქციებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების და მათი სერტიფიცირების წესის ცოდნა;
** წარმოების ტექნოლოგიების ცოდნა;
** კონსტრუირებისას ტექნიკური ანგარიშების განხორციელების მეთოდების ცოდნა;
** კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების და მათი თვისებების ცოდნა;
** CAD პროგრამებიდან ერთ-ერთის: CATIA V5, Auto CAD, Mechanical Desktop, Solid Works ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების Word, Excel, PowerPoint ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

ვაკანსიაზე შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ""ინჟინერ-კონსტრუქტორი მექანიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე