Робота для біженців з України
უფროსი ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
სსიპ "საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

სამსახურის დასახელება: სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკა
თანამდებობის დასახელება: სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სახელმძღვანელოების, მხატვრული ლიტერატურის და გამოწერილი ჟურნალების დამუშავება, კატალოგიზაცია;
** სახელმძღვანელოების, მხატვრული ლიტერატურის და გამოწერილი ჟურნალების განთავსება ელექტრონულ საძიებო სისტემაში;
** სადისერტაციო, სადიპლომო და სამეცნიერო ნაშრომების დამუშავება, კატალოგიზაცია .
** ბიბლიოთეკისთვის, საჭირო ლიტერატურის სკანირება;
** სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საჭირო მასალების დაქსეროქსება;
** საბიბლიოთეკო გამოფენებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სწორად დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
** თვითგანვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირება;
** სიახლეებისადმი ინტერესი.

თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი.

განცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აპრილი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს უნივერსიტეტში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@tafu.edu.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე