დასახელება:
პროდუქციის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიო-მედი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "ბიო-მედი" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან მოღვაწეობს. "ბიო-მედის" მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში არსებული ჯანდაცვის ობიექტების და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა, ასევე სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების მიწოდება და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა კვალიფიციური და გამოცდილი კადრების დახმარებით.
კომპანია "ბიო-მედი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და ახალი პროდუქტის მოძიება, დანერგვა;
** მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის გაცვლა პროდუქტის დანერგვის და გამოყენების პროცესის უზრუნველსაყოფად;
** პროდუქტის შესწავლა;
** პროდუქციის შესწავლის და დანერგვის მიზნით უცხოენოვანი ინფორმაციის გადათარგმნა;
** გაყიდვების გუნდის ასისტირება პროდუქტის გაცნობის მიზნით;
** გაყიდვების გუნდის ასისტირება პროდუქტის მომხმარებლისათვის წარდგენის და გაცნობის მიზნით;
** პროდუქტის დანერგვის და ბაზრისათვის გაცნობის მიზნით პრეზენტაციების, ტრენინგების მომზადება, ჩატარება;
** არსებული მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და მისი დანერგვის პროცესში ასისტირება;
** მუდმივი კავშირი როგორც მომწოდებელ ასევე მომხმარებელ კომპანიებთან არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით;
** ახალი პროდუქტის დასარეგისტრირებლად ყველა საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვნა, შეგროვება;
** ახალი პროდუქტის რეგისტრირება
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობა:
** პროდუქციის ახალი მწარმოებლების მოძიება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** ახალი და უკვე არსებული (რეგისტრაცია გასული) პროდუქტის რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება უმაღლესი - სასურველია სამედიცინო განათლება/გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის/ქიმიკოსის/ბიოლოგის/ფარმაცევტის მიმართულებით;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში, მსგავს პოზიციაზე/პროდუქტის განვითარების ან იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე/ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** აქტიურობა და ინიციატივიანი;
** პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე, (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #34
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@biomedi.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://biomedi.ge/
პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@biomedi.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ბიო-მედის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@biomedi.ge
"ბიო-მედი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 0 32 291 34 38, info@biomedi.ge
|
|
|
|