Робота для біженців з України
ლოჯისტიკური პროგრამის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკური პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკური პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00 სთ (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრანსპორტის მართვის სისტემის მეშვეობით სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმა, წარმართვა და მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების კონტროლი;
** სისტემური შეცდომების აღმოფხვრა;
** GPS სისტემის მუდმივი მონიტორინგი;
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის მეთოდების შერჩევა;
** დისტრიბუციის, სამარშრუტო განრიგის მიმდინარე პროცესების მართვის უზრუნველყოფა;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური ან ტექნიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია რუსული ენის ცოდნა.

ანალიტიკური და პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
** ოპტიმიზაციის გზების დადგენა და რისკების შეფასება;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ლოჯისტიკური პროგრამის "ოპერატორი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე