დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჰიგიენ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
შპს "ჰიგიენ სერვისი" წარმოადგენს დასუფთავების კომპანიას, რომელიც 2015 წლიდან უწევს დასუფთავების მომსახურებას სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორებს.
"ჰიგიენ სერვისის" მეგობრულ გუნდში ვეძებთ ბუღალტერ-ოპერატორს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული მობილური, მობილურის ლიმიტი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება და მეტი;
** საოფისე პროგრამების MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა 1C / Balance -ში ან სხვა ბუღალტრული პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა, აღრიცხვა-მონიტორინგი, კომპანიის პორტალზე ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
** სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და ინვოისები გამოწერა / დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, (RS.ge-ზე მუშაობა);
** სასაქონლო მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების წარმოება / გატარება (შესყიდვები; შიდა გადაადგილებები; ჩამოწერები);
** შიდა კომპანიის პროტოკოლის მიხედვით, საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
შერჩევის პროცესი:
** 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
** 2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 25 აპრილის ჩათვლით, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|