დასახელება:
მოლარე - სერვის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ექსტრამითი
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი!
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
"ექსტრამითის პავილიონი", აცხადებს ვაკანსიას მოლარე - სერვის კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება.
** უზრუნველყოს სწრაფი კვების პროდუქტების სწრაფად და ხარისხიანად მომზადება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს HACCP-ით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა პავილიონში.
მოთხოვნები:
** სასურველია სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენთან გთავაზობთ:
** ოჯახურ სამუშაო გარემოს.
** ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას.
** სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას.
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე.
** სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.
სამუშაო გრაფიკი:
** სრული 12 საათიანი განაკვეთი
** დილის 11სთ-დან ღამის 23 საათამდე.
** ხელფასი 60 ლარი + გამომუშავება.
** 6 საათიანი სამუშაო დღის გრაფიკი 11 სთდან-5 საათამდე ხელფასი 35ლ + გამომუშავება.
** 6 საათიანი სამუშაო საღამოს გრაფიკი 5 სთდან-23 საათამდე ხელფასი 35 ლარი + გამომუშავება.
** სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე:+995 599 08 50 08 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი). კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს FACEBOOK გვერდს: https://www.facebook.com/extrameatpavilion
კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|