Робота для біженців з України
სამედიცინო აირების სისტემის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო აირების სისტემის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აირების სისტემის სპეციალისტის თანამდებობებზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის მასშტაბით ჟანგბადის ბალონების მოვლა, გამოცვლა და შესაბამის სართულზე განთავსება;
** თხევადი ჟანგბადის ავზის, დაჭირხნული აირის კომპრესორების, ვაკუუმ აგრეგატების, მოვლა და მეთვალყურეობა;
** სამედიცინო აირების პორტების გამართულობაზე ზრუნვა (შეკეთება/გამოცვლა);
** ჟანგბადის ქარხნის, სამედიცინო აირების სისტემის და საკონტროლო პანელების მოვლა და მეთვალყურეობა;
** სამედიცინო აირების სისტემის პერიოდული რეკონსტრუქცია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ყურადღება, მობილიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 08.05.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე