Робота для біженців з України
ბეტონის ქარხნის ლაბორატორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეტონის ქარხნის ლაბორატორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
თანდართული ფაილი: 625824_Hunnewell_Cement_Application_Form__2__8598572.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში არსებული ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ფონიჭალა და ფეიქართა ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი, კვირაში 5 დღე
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებიდან ბეტონის სინჯების ავტომობილით ტრანსპორტირება ქარხანაში და ანალიზების ჩატარება;
** სამშენებლო ობიექტებიდან ქვიშა-ღორღის სინჯების ტრანსპორტირება ქარხანაში და ანალიზების ჩატარება;
** ბეტონის ტესტირება საველე პირობებში;
** ბეტონის შემადგენლობის გაანგარიშება;
** ქარხანაში შემოსული სხვადასხვა ნედლეულის ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება;
** საჭიროებისამებრ რეცეპტების გადახედვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიზის უნარი

არსებული ბენეფიტები:

** ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ლაბორატორიის სპეციალისტი (თბილისი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე