Робота для біженців з України
გეოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოლოგი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ გეოლოგს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი გეოლოგიური კვლევების დაგეგმვასა და შესრულებაზე, მონაცემთა ანალიზსა და ანგარიშების მომზადებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საველე სამუშაოების ჩატარება და ნიმუშების აღება;
** გეოლოგიური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** ანგარიშების, რუკების და პროფილების შედგენა;
** პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა გეოლოგიის კუთხით.
** საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაცია სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან და პროექტის გუნდთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გეოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** სპეციალიზებულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (AutoCAD, ArcGIS, RockWorks და სხვ.);
** საველე პირობებში მუშაობის უნარი და ფიზიკური გამძლეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და პროფესიული გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება- 2000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე);
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@newpoint.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე