Робота для біженців з України
ანაზღ. სტაჟირება - საერთაშორისო კომუნიკაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება - საერთაშორისო კომუნიკაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: LOTTO.GE
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "ჯი ენ ელ" სავაჭრო ნიშნით LOTTO.GE აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ: კარიერული ზრდის პერსპექტივას — სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სრულ განაკვეთზე გადასვლის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი.

ვის ვეძებთ: ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი (ეკონომიკა ან სამართალი)

ძირითადი მოვალეობები:

** C1 დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ამოცანების გადაჭრისა და ეფექტური გადაწყვეტილებების შემოთავაზების უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პარტნიორებთან საკომუნიკაციო ზარების განხორციელება, წერილების და შეთანხმებების მომზადება;
** ინდუსტრიის ტენდენციებისა და ბაზრის პოტენციური შესაძლებლობების ინფორმაციის შეგროვება და მისი ანალიზი;
** კონტრაქტების პროცესის მხარდაჭერა/მართვა: დოკუმენტების სტატუსების კონტროლი, სტრუქტურირება და შეთანხმება;
** მოლაპარაკებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა: მასალების მომზადება, შეხვედრების ორგანიზება, დოკუმენტაციის მართვა;
** პარტნიორებისა და მომხმარებლებისგან უკუკავშირის შეგროვება პროდუქტის იდეების შემდგომი განვითარების მიზნით;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: annaolkhovatova31@gmail.com

წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟიორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე