Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=625798&print=yes&view=jobs
 
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთნის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** CT და MRT კვლევისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარება (მათ შორის პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია);
** პაციენტის სრულყოფილი მომზადება გამოკვლევისთვის;
** პაციენტის კვლევის შედეგების მომზადება და შესაბამის პროგრამებში ატვირთვა;
** კვლევისთვის საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება მედდის კვალიფიკაციით (არ განიხილებიან სტუდენტები და რეზიდენტები);
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge და ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!

ვებსაიტი: https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია