დასახელება:
მომხმარებელთა გამოცდილებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ელექტრიფაი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
ჩვენ ვმუშაობთ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საქართველოში. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის სწრაფი, მოსახერხებელი და ინოვაციური დამუხტვის გამოცდილების შექმნა. ვეძებთ მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება როგორც მარკეტინგულ, ისე ყოველდღიურ კომუნიკაციაში მომხმარებლებთან
ვაკანსია: მომხმარებელთა გამოცდილებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია
** სოციალური მედიის Facebook, Instagram, Linkedin-ის მართვა
** ონლაინ კონტენტის შემუშავება, დიზაინერებთან კომუნიკაცია და ბრიფების შედგენა
** კომპანიის ვებ საიტის მართვა და სიახლეების განთავსება
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი (აპი, ზარები, ჩატები)
** მომხმარებელთა გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების მომზადება, ანალიზი
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება (ციფრული, SMS, push, ოფლაინ მარკეტინგი)
** მარკეტინგული მასალების (ბანერები, ტექსტები, სარეკლამო პოსტები) შემუშავება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით
** 1+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგში ან/და მომხმარებელთა გამოცდილების სფეროში
** მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები (ვერბალური და წერილობითი)
** პასუხისმგებლობიანი მიდგომა და ორგანიზებულობა
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა
** Excel/Google Sheets-ში საბაზისო მუშაობის უნარი
** სოც. მედიისა და სარეკლამო პლატფორმებთან გამოცდილება (Facebook Ads, Google Ads - უპირატესობად ჩაითვლება)
რას გთავაზობთ:
** მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო
** ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსები
** სტარტაპ გარემო, სადაც შესაძლებლობა გექნება გამოავლინო შენი ნიჭი და ჩაერთო კომპანიის პროცესების ყველა საფეხურში
** რეალური გავლენა მომხმარებლის გამოცდილებაზე
** თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობა
განაცხადის პროცესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მათი შესაბამისი გამოცდილება და რატომ არიან ისინი შესაფერისი ამ როლისთვის. განაცხადები უნდა გაიგზავნოს info@electrify.ge 2025 წლის 8 მაისამდე. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ მომხმარებელთა გამოცდილებისა და მარკეტინგის სპეციალისტი.
|
|
|
|