დასახელება:
სახელოსნოს ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
Qspeed Robotics
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Qspeed Robotics" აცხადებს ვაკანსიას სახელოსნოს ტექნიკოსის პოზიციაზე (ისანი-სამგორი, თბილისი)
"Qspeed Robotics" აპროექტებს და აწყობს ავტომატიზაციის სისტემებს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში.
განაკვეთი: სრული
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და უნარების მიხედვით.
სამუშაოს აღწერა:
** ვეძებთ პრაქტიკულ და ტექნიკურად განსწავლულ სახელოსნოს ტექნიკოსს, რომელიც იმუშავებს ავტომატიზაციის სისტემების შექმნაზე;
** აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული კანდიდატი იმუშავებს სხვადასხვა სახელოსნო აპარატურასთან და დაეხმარება გუნდის წევრებს პროექტების ეფექტიანად განხორციელებაში.
ძირითადი მოვალეობები
** სახელოსნოს ტექნიკის გამოყენება: ლაზერული ჭრა, მოღუნვა, დაჩარხვა, შედუღება და სხვა;
** მანქანების ნაწილების და კონვეიერების აწყობა;
** ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება;
** უსაფრთხოების ნორმებისა და სახელოსნოს წესრიგის დაცვა;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაციის ეფექტური უნარების გამოყენება;
** სამუშაო გრაფიკის დაცვა და პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მექანიკური უნარები და ტექნიკური აზროვნება;
** ინჟინრული ნახაზების წაკითხვის და გაგების უნარი;
** საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონცენტრაციის უნარი;
** თვითმოტივაცია და სწავლა-განვითარების სურვილი;
** მექანიკური და ინჟინრული კონსტრუქციებისა და სისტემების შესწავლის მიმართ ინტერესი.
რას გთავაზობთ?
** მუშაობის შესაძლებლობა ინოვაციურ და საინტერესო ავტომატიზაციის პროექტებზე;
** პროფესიული ზრდისა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის პერსპექტივას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: rabah.daakour@mepeq.com, magda.melikishvili@mepeq.com
|
|
|
|