დასახელება:
ონლაინ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რედბერი
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქში - თბილისი.
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიკური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge.
ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://www.wegroup.ge/
პირობები:
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.
სპეციალისტის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია ონლაინ პლატფორმებზე და შეკვეთების სწრაფი, ზუსტი მართვა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
** ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
** პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
** მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები
** მომხმარებლის შეკითხვებზე სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ დროში რეაგირება ტელეფონით, ონლაინ შეტყობინებებითა თუ კომენტარებით.
** პროდუქტების, მომსახურებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლის პრობლემების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება
** პროდუქციის მარაგების და შეკვეთების გადამოწმება სამუშაო პროგრამებში
** ონლაინ შეკვეთების მიღება, გადამოწმება, პროგრამული ასახვა და სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ დროში მიტანის ორგანიზება
** ონლაინ გაყიდვების ზედნადების ატვირთვა და პროგრამული ასახვა (FINA)
** ონლაინ გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება
** მომხმარებლის კმაყოფილების გამოკითხვების ჩატარება
** ვებ-გვერდზე არსებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დეველოპერთან კომუნიკაცია
** ხელმძღვანელის მიერ ელ. კომერციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ელ. კომერციის ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით
** ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (B2 დონე მინიმუმ);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა;
** გუნდურობა;
** სამართლიანობა;
** ლოიალურობა;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Vhmvczx
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
|
|
|
|